კაკუნი ომის დღეებში | ამონარიდები ინტერვიუდან სოხუმელ, ქართველ მეომართან
12.09.2023 | 15 წუთიანი საკითხავი
ამონარიდები ინტერვიუდან სოხუმელ, ქართველ მეომართან, რომელიც ომის პირველი დღიდან ბოლო დღემდე იბრძოდა. რამდენჯერმე იყო ჰოსპიტალიზებული. ბრძოლით მოუწია ქალაქიდან გასვლა და სვანეთის გზით დატოვა საკუთარი მხარე.
ომი რომ დაიწყო
სახლში ვიყავი, ომი დაიწყოო თქვენ, როცა ქალაქში სლუხი წავიდა, რომ შემოვიდაო კიტოვანის ჯარი. გავარილი შევარდნაძე წინააღმდეგი იყოო, მაგრამ კიტოვანი სამავოლნა შემოვიდაო და როგორც გევიგეთ, ოჩამჩირასთან აფხაზებმა ცეცხლი დაუშინენო ჩვენებსო და აქ უკვე მივხვდით, რომ ომი იწყება და წითელ ხიდთან რომ შეტაკებები მოხდა, ვიცოდით უკვე, რომ ომი დაიწყო.
და ახლა გეტყვი ამ დროს სად ვიყავი მე და პირველი რა ვნახე ამ ომში:
ვიდექი და ვეწეოდი გარეთ ჩემ სახლთან, აქეთ ერთი თექვსმეტსართულიანი დგას, იქეთ მეორე და ყველა ხალხი ხედავს რომ იქიდან, სხვა მხრიდან ჯარი მოდის.. ნუ, ჯარი ასე ერთიანად არა, წყნარ-წყნარად შემოდიოდნენ 15-15 კაცი, ქართველები და ყველას აცვია ჯარის ფორმა. როგორც მერე მივხვდი, ეს კიტოვანის ხალხი იყო.
აქ ჩვენთან ბევრი აფხაზი ცხოვრობდა, მეზობლები დაიფანტნენ, იარაღიანი ხალხი რომ ნახეს, ყველა კორპუსში ავიდა და აივნებიდან გვიყურებდენ. ამ დროს ჯერ სროლები სოხუმში არ იყო დაწყებული. ხალხი რომ დაიფანტა, მე ვიფიქრე: მე სად წავიდე? ან რატომ უნდა წავიდე, რატომ უნდა დავიმალო? და ვდგავარ ახლა და უკვე შემოვიდნენ ჯარისკაცები.
და ვდგავარ პროსტა ჩემთვის კორპუსის კუთხეში და იქიდან, უცებ ვხედავ, ერთმა ჯარისკაცმა ჩემკენ გამოიშვირა ავტომატი, დამიმიზნა და მეკითხება: ქართველი ხარო? მე ვუთხარი: კი, სად ცხოვრობო? მე ვუთხარი: აქ ვცხოვრობ და უცებ მეკითხება სად არიანო აფხაზებიო… მე უცებ მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა, ნუ, აბა რას ნიშნავს ავტომატს რომ გიშვერს და გეკითხება აფხაზი სად არისო. მე აფხაზთან 2 წლიდან ვძმაკაცობდი, როგორ ვუთხრა ახლა ამდაამ სართულებზე ცხოვრობენო? ამ დროს ყველა აივნებიდან და ფანჯრებიდან იყურება, აფხაზიც და ქართველიც და ყველა და ყველა ხედავს და ესმის, რაც ხდება.
მეუთხარი: რავიცი, სადაა აფხაზებითქო, გაბრაზდა, ხმას აუწია: ახლა არ თქვი, აქ ვცხოვრობო? და ვიჟუ, რო ცდილობს, რომ შემაშინოს, მეუთხარი, ვატყუებ: აქ, ამ უბანში არ ვცხოვრობ, თორემ სოხუმელი ვარ-თქო და ამ დროს ვიღაც მეზობელმა ქალმა, კორპუსის კუთხიდან, რომელიღაც აივნიდან დაიყვირა: აგერ, აქ ჩვენს სადარბაზოში, მესამე სართულზე ცხოვრობენ აფხაზებიო.
პირველად ამ ომში როდის შემრცხვა ძალიან, იცი? აი ეს ფორმიანი კაცები შემოვიდნენ ახლა, მე მეგონა კარგად იქნება.. ახლა დაალაგებენ ყველაფერს, ასე გვითხრენ, რომ იმიტომ შემოვიდნენ ჯარისკაცები, რომ აფხაზები ჟილეზნი დაროგას ძარცვავენო და ვფიქრობდი, ახლა აფხაზებთან კარგად დეილაპარაკებიან და… და ვხედავ, რამდენიმე ჯარისკაცი შევიდა იმ სადარბაზოში, იმ ქალმა რომ ანახა, მე ისევ იქ ვდგავარ, ვფიქრობ რატომ უნდა წავიდე ან სად უნდა წავიდე, ჩემს უბანში ვარ და ასე გავიდა ერთი ნახევარი საათი.
ვხედავ ვსიო გამოდიან სადარბაზოდან და რას ვხედავ: ეს ჯარის ფორმა ხომ ეცვა ტიპს, ახლა ფორმის ზევიდან ტყავის კურტკა აცვია, ავტომატი გვერდზეა ვოტ-ტაკ, ხელში ტანსაცმელები და რაღაც ნივთებით სავსე დიდი პარკები უჭირავს... სხვებსაც რაღაცეები აქვთ.
შემრცხვა, ზნაეშ კაკ სტიდნა. თან სხვა აივნებიდან სხვა აფხაზები უყურებენ ამას და შემრცხვა. თავიდან არადა გამიხარდა, ჯარი რომ შემოვიდა, მაგრამ ძალიან მალე შემრცხვა, მეთქი ეს რა ხდება, რას ნიშნავს?
წინა ხაზის სოხუმელები
ომი რომ დაიწყო, გავიგეთ, რომ შეგეძლო ჩაწერილიყავი მეომრად. მაშინ გენო ადამიამ (მაგარი კაცი იყო) შექმნა ბატალიონები და იცი, კიდევ რა გააკეთა? ომის დაწყებამდე, მონაცემები ქონდა, რომ ომი დაიწყებოდა და ომამდე დაიწყო ხალხის მოგროვება, სოფელ-სოფელ დადიოდა, ყველგან ყველას იცნობდა, იცოდა, ვისთან როგორ ელაპარაკა და ბევრი ხალხი მოაგროვა, ვინ ბიჭები მზად იყო სამშობლოს დასაცავად.
როგორც კი ომი დაიწყო, ჩვენთან სოხუმში დაიწყო მობილიზაცია კი არა, გაწვევა. კაროჩე, კტო ხატელ შეეძლო ჩაწერილიყო მეომრად. ჩევეწერე, მაგრამ, ჯერ კიდევ არ გვყავდა მეთაურები და იყო ასეთი გენერალი ყურაშვილი და ყველანი მის სახელზე ჩავეწერეთ, როგორც ჩვენი მეთაურის.
ჩევეწერე თუ არა, დაგვანაწილეს პატარა ბატალიონებად, გენო მართავდა ყველაფერს, აგვიხსნენ, ვინ სად უნდა დამდგარიყო, მე პირდაპირ წინა ხაზი მომიწია და წავედი წინა ხაზზე.
სოხუმელებს ბევრს ჯერ არ ქონდა იარაღი აღებული, იმიტომ, რომ ყველა ბლატნოი იყო და ამბობდნენ: როგორ ავიღო იარაღი ხელშიო ან ადამიანი როგორ მოვკლაო და ამიტომ ხალხი გვაკლდა, მაგრამ რომ გითხარი, გენო ადამია სოფელ-სოფელ აგროვებდაო ხალხს, ეს ხალხი შემოგვიერთდა და ბევრი ვიყავით ბოლემენეე. მე პირველივე დღიდან ავიღე იარაღი, იმიტომ, რომ მიყვარს საქართველო, მაგრამ ასევე კიდევ ერთი მიზეზი იყო, გენო ადამიამ მითხრა: შენ თუ აიღებ იარაღს, სხვებიც წამოგყვებიანო, პატივს გცემს ყველაო და რომ ნახავენ შენ და სხვები ჩაეწერეთ.
მოკლედ აღმოვჩნდი პირველ დღეებში პირველ ხაზზე და რა სიტუაციაა, გეტყვი. ცირკი. არავინ ბრძოლა არ იცის, არავინ ავტომატის ხმარება არ იცის, პადგატოვკა არ გაგვივლია. ფანერა ხომ იცი, ფანერა? ნანახი მაქვს პირველ დღეებში, ფანერაში რომ გააკეთეს ხვრელი ბიჭებმა, საიდანაც შეიძლებოდა გახედვა ცალი თვალით, დააყენეს ეს ფანერა და ამ ხვრელიდან უყურებდნენ, ვინმე თუ მოდის. თან მეცინება, თან მეტირება, ეს რომ მახსენდება. ამ ფანერას ერთი ავტომატის ჯერი რომ დაარტყან იქიდან, ამასაც გახეთქავს და კაცსაც მოკლავს. წარმოიდგინე, ესეც კი არ ვიცოდით, არ ვიცოდით, როგორ უნდა დაიცვა თავი.
კიდევ კარგი პირველ დღეებში მაგათ (აფხაზებს) არ ქონდათ არტილერია და არ ყავდათ ბევრი ხალხი.
წინა ხაზი სოხუმში იყო კი, გუმისთასთან, ჩვენ აქეთ მხარეს ვიყავით, აფხაზები მეორე მხარეს. გუმისთის მდინარეს ამ მხარეს, სადაც ჩვენ ვიყავით, ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობდა კერძო სახლებში, დასვენების დროს ხშირად ისვენებდნენ ბიჭები მათ სახლებში, პირდაპირ წინა ხაზთან იყო ეს ყველაფერი. კაკ სკაზაწ? ბევრჯერ გვიღალატეს სომხებმა ომში.
კაროჩე, პირველ დღეებში ისეთი მოუმზადებლები ვიყავით ომისთვის, აფხაზეთსაც რამე სერიოზული ტექნიკა რომ ქონოდა, დედას გვიტირებდნენ.
გაგრა რომ აიღენ…
იცი, როდის აიღეს ბლატნოი ბიჭებმა ხელში ავტამატები?
ახლა არ ვიცი, მე პირადად არ მინახავს, მაგრამ გავარდა ხმა, რომ აფხაზები გაგრაში სტადიონზე ქართველის მოჭრილი თავით თამაშობდნენ ფეხბურთს. მახსოვს, ბიჭებმა მაშინ აიღენ ხელში ავტამატები, ეს ბოროტება იყო, ვერ მოითმენდა კაცი. ახლა კაკბუდტა მიხვდნენ, რომ ომია.
მე ბავშვობიდან მახსოვს სამშობლოს სიყვარული და ამიტომ წავედი ომში. მაგრამ საიდუმლო უნდა გითხრა, გულში ღმერთს ვთხოვდი კაცი არ მომაკვლევინო, არ ჩამაგდო ისეთ სიტვაციაში, რომ ჩემი ავტომატით სხვა მოვკლა.
არ ვიცი რა გითხრა, მგონია, რომ სასწაული იყო ჩემთან, რო ცოცხალი ვარ.
ამ დროს სოხუმი
წინა ხაზიდან ჩემი ოჯახის სახლი სადღაც 3 კილომეტრით იყო დაშორებული. ამ დროს ყველა ჯერ სახლებშია, ქალაქი ფუნქციონირებს.
სოხუმი აი აქეთაა, ის კიდე იქეთაა აფონის გზაზე. ექვსი თუ ხუთი ატაკა იყო იქიდან, წელი და სამი თვე ეს ბიჭები, სოხუმლებიც და სხვებიც, ვაჟკაცი ბიჭები, ერთი წელი და სამი თვე გმირულად ბრძოლობდნენ.
მაგრამ მანამდე დასაწყისში ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, გულაობდნენ. ნახე, ახლა ყოველდღიურად რა ხდებოდა: პირადად ჩემი რაიონი, მე სადაც ვცხოვრობდი, ხო? იქ აფხაზებთან არავინ არ ბედავდა მისვლა და ის კი არ იყო, რომ ყველა მოვილაპარაკეთ, არა,
ყველა სოხუმელი ყველა უბანში თავის აფხაზს იცავდა.
ახლა თბილისიდან რო მოვა და სხვა რეგიონიდან რომ მოვა, ფეხებზე ეკიდა მაგას, აქ რა ხდება, ლიჟბი აფხაზი ნახოს და ჩვენ ყველას ვიცავდით, პური მოგვქონდა, ყველას ვიცავდით. მერე აფხაზებმა თუ ჩვენებმა თქვეს გადავცვალოთო, გადმოეცითო ხალხი და როგორ მიდიოდნენ, იცი? ვუყურებდი მაგას. თავის ძაღლებით, თავის კატებით, თავის სუმკებით, აი ამხელა სუმკებით, შუბები და ჰოდა აცილებდნენ, გადასცემდნენ იქით აქ ვინც ცხოვრობდა აფხაზები. მაგათ საჭმელი აკლდებოდათ, დამხმარე არ ყავდათ, ვინ მისცემდა საჭმელს, ჩვენ თუ მივუტანდით პურს დაპუსწიმ და იქით გავაგზავნეთ სხვა აფხაზებთან.
ი ვსე, ვსე იაწებეგავარიუ, მე სოხუმში მაგ დროს ერთი მკვლელობა არ მახსოვს თვითონ ქალაქში რომ აფხაზი ვინმემ მოკლა. კი იყო, ორი იყო, ერთი მოკლეს, მე შევეკითხე კაკრაზ ხალხს, რაზე მოკლეს ეს აფხაზი და აკაზივაეცა: დათვრა საღაც, მოდიოდა და ყვიროდა ქართველებო თქვენი დედამოვტყან! და ასე მოდიოდა და აგინებდა და აგინებდა, ნუ კაი ეს სოხუმელი მოჟეტ არ მოკიდებდა, მაგრამ ეს ვინმე ჩამოსული საქართველოდან, გორიდან ან თბილისიდან ან კახეთიდან, ეგ ხომ არ აპატიებდა და ვიღაცამ ჩაიარა მანქნით და დაცხრილა და კიდე მოხდა სტადიონზე. ეს ორი მახსოვს მე. მეტი იყო მკვლელობა ეს აჩამჩირე და ისეთ ადგილებში სად იყო უფრო იოსელიანის და კიტოვანის ჯარები, აქ სოხუმში ჩვენ არ ვუშვებდით, აფხაზი რო მოკლან.
დაჟე პიანიცები და ნარკომანები კიდევ წამოვიდნენ, ბოლოს უკვე ყველა ბრძოლობდა.
მერე ერთი გინირალი მოვიდა ვიღაც, თბილისიდან, უკვე მესამე თვეა, ომი და თქვენ რას შვებითო, კაცო? გაგიჟებული ხართო? ასე რაფერ…
ანუ კუსტი რო არი, კუსტი, კუსტს ეფარებოდნენ სროლაში. გაგიჟდა ის კაცი, ტრანში, 20 კილომეტრი ტრანში გააკეთეთო ანუ აკოპები და წავიდა. მერე ბიჭები ხუმრობით ამბობდნენ: მოვიდაო ვიღაც გიჟიო და 20 კილომეტრი ქვევით მიწა გამოთხარეთო, ვინაა ეს გინირალიო. ხვდები? ეს კაცი ეუბნება, ასე ამოთხარეთო და იმებს ეგონა, შიგნით ამოთხარეთო.
ჯაბა
სოხუმში მხედრიონი უნდოდა. გამსახურდია რომ მოვიდა, ჯაბა აგროვებდა.. გეტყვი, მე არ მქონდა ნანახი ავტომატით ხელში უფორმო, უბრალო ბიჭები. არ მინახია, ნუ თავის ცხოვრებაში, ჯარი კი ჯარი, მაგრამ პროსტა ხალხი რო ავტომატით დგას.. და ყველა, ყველა ვინ მაგარი ბიჭები არიანო, უძახოდა იქა თბილისში, შავნაბადაზე გროვდებოდნენ და მე შემეხვეწნენ ბიჭები, გენო და სხვები, წადიო და გაიგეო, რა უნდაო.
წავედი. ადრესი მითხრენ თბილისის და მივედი. სოხუმიდან ხარო? - კი და მანქანაში დამაჯინენ და წამიყვანენ, როცა მივდიოდი იქა შავნაბადაზე, სიმართლე გითხრა, შემეშინდა: იქა ვიშკა, ვიშკაში ავტომატით დგას ვიღაც, ვიღაც აქეთ ავტომატიანები და ზნაეშ როგორ, კაცები, ახალგაზრდები - ყველა ავტომატებით, დუმაიუ ეს ამდენი ბანდიტი სად მოგროვდა? ან ამ ქალაქში მილიცია სადაა? იქა სოხუმში კიდე პარიადაკი იყო ჩვენთან და ეს ვერ გავიგე.
ნუ მიმიყვანეს ახლა, მივედით იქა და ჯაბა ამბობს, რო რაზე შეგაგროვეთო, იმიტორო , ნუ ახლა მე რაც მახსოვს რას ამბობდა: გამსახურდიას და კიდო სხვა პარტიებსო, ერთმანეთში ჩხუპობენო და ჩვენ რა ჯარი გავაკეთეთო, ბიჭები ახალგაზრდა შევაგროვებო ყველა და კაროჩე რამე ხიპიში რომ არ იყოსო, პოლიტიკაში მეჟდუსაბოიო, მაგისთვის ვართ ჩვენო. გამსახურდია ამ დროს კაკრას მოვიდა, ახალია, კარგად არ მახსოვს. და უცებ დავფიქრდი და შევეკითხე ჯაბას: და თქვენი როლი როგორია, რო ახსნათ. ჯაბას შევატყე, არ ესიამოვნა. ჩვენო მაგენი თუ ჩხუპს დაიწყებენო.. და უკვე ვნახე რო, იცი როგორაა? ძალა მაინც ლაპარაკობს. შენ თუ ერთი პარტია გაქვს, მე მეორე, მაგრამ მესამეს იარაღი აქვს, გეტყვის დედას გიტირებთო, მე მივხვდი, რომ ამას ბატონობა უნდა. თან უცებ აცხადებენ, მოდით, ჩაეწერეთო, რაღაცას ხელი მოაწერეთო, ლაპარაკის გარეშე, ეს ხომ გამოდის უკვე ძალით, თან კიდე რა არ მომეწონა ამდაამ ციფრებზე ბანკში ფული რასაც იშოვითო, ჩარიცხეთო, ნუ გეშინიათო, წაართვითო იქა მინისტრი იქნება, მილიცია იქნება, ნუ გეშინიათო, შედითო პირდაპირ, სადაც გინდათ, ინაგლეთო.
მე უთხარი იქა აფხაზეთია, არ შეიძლება ეს. ყველაფერი შეიძლებაო. მე უთხარი, მე, მე ლიჩნა არ მოვაწერ არაფერს ხელს. არ მოვაწერე ხელი, იმიტომ რომ ვიცი ეს აფხაზეთია და ჩემი..
მითხარი რაფერ უნდა მივიდე მე ჩემ ძმაკაც პროკურორთან, ჩემ ძმაკაც მინისტრთან და დოვუწყო რაღაც, რო დავაი ფული…არა, მე უთხარი არ მოვაწერ და ნაპრასნა ბიჭებო, არშეილება აფხაზეთთან ასე მოქცევა, კი როგორც მერე გავიგე ესენი ართმევდნენ აქა თბილისში ყველას ყველაფერს. შეგროვებული ქონდა ჯაბას ბივში ქურდები ირგვლივ, თვითონაც კანონიერი ქურდი იყო და.. მოკლედ, რომ არ მოვაწერე ხელი, ვიგრძენი, ჯაბას შეეცვალა დამოკიდებულება, მეტი კითხვების დასმა დამიწყო, მეტი ლაპარაკი, ცოტა ხანში ვგრძნობ ქურდული იგი შემოუშვენ, გასინჯვა.. ეს ვერ მივხვდი ახლა მე? ჯაბამ თქვა ჩემზე და ჩემთან კიდე ორი ბიჭი იყო, ჩემ მარშუტკაში ჩასვითო. გამიკვირდა ახლა მე, არავის არ აჯენდა და ჩვენ ჩაგვისვა. დუმაიუ, რაზე მეძახის ახლა? სადღაც ვიცი, სუფრა იყო და იქა მივდივართ. ერთი ჭითანავა თუ რა გვარის იყო, ზუსტად არ მახსოვს, ზუგდიდელი ბიჭი, ჯაბასთან პრიბლიჟონნი და აქაა მარშუტკაში, ჩემთან ახლოს ზის და უცებ ხმამაღლა ამბობს: ჯაბა ბატონო, შენ იციო? და ეუბნება ისეთ რაღაცას, რაც სოხუმსაც ეხება და პირადად მე, ნუ იქ ქუჩის ამბებს, ერთ ბიჭზე, ვისთანაც კონფლიქტი მქონდა. ეხლა უცებ გავიგე ,აქ რა ხდება, მე თუ გავჩუმდები ზნაჩიტ ვიღაც ჩორტი ვარ, გესმის, ხოდა ისე ვუპასუხე, რომ ვაგრძნობინე ნი ნადა ჩემთან ასეთი რაღაცეები, ჯაბამ რაღაც ანიშნა ამ ბიჭს და გაჩუმდა ისიც. მერე სუფრაზე ჯაბა ჩემთან დაჯდა, რაღაცეებს ვლაპარაკობდით, ბოლოს მითხრა, ტელეფონი მომეციო შენიო, ჩვენ ხანდახან მივდივართო აფხაზეთშიო და როცა წამოვალთო იქითო, დაგირეკავო, შემხვდიო, თუ გენო ადამიასთან ხარო იქით ახლოსო და მივეცი და მერე მირეკავდა, ორჯერ ჩამოვიდა ომამდე, კელასურის ვაგზალთან შევხვდი, მახსოვს, მე გენოს ვეუბნებოდი, რომ მოდის მაგი და ერთადაც შევხვდით.
ეს აფხაზეთის რაიონი გენოსი იყო, გენო ადამია ვაჟკაცი ტიპი იყო ვაბშე. იცი, როგორი? პატარობიდან ახალგაზრდებს, ყველას ეხმარებოდა, ჯერ ომის ამბავი სულ არ იყო სოხუმში, თუ ვინმეს გოუჭირდებოდა ყველას ეხმარებოდა, ახალგაზრდებთან ყველასთან კარგად იყო, ყველას უყვარდა, გესმის? ტიპი იყო ასეთი და თვითონ ვაჟკაცი კაცი იყო და მაგან შეაგროვა ომის დროს, რამდენი ხალხი შეაგროვა იცი? ყველა ეს გენოს დამსახურებაა, რომ იქა დავიკავეთ სრაზუმ წინა ხაზი.
კანტუზია
ახლა, წინა ხაზზე ღამით… სამი თვე თუ ოთხი თვე გავიდა, ჯერ ერთ ბრძოლაში არ ვიყავით. იქ ცეხები იდგა და იქ აკოპებიც გაკეთდა და აქ ვართ, ვინ ისვენებს, ვინ ყარაულობს. ცოტა აქეთ მარმარილოს ქვები იდგა, სასაფლაოსთვის იგი როა, პამიატნიკი და იქით გზა. ამ გზიდან მოვიდა მანქანა ჩვენთან, პატრონები მოვიტანეთო და კიდე იარაღიო და წედითო აიღეთო. ნუ ღამეა, ვაბშე არაფერი არ ჩანს. შევგროვდით ბიჭები და ვიღებთ ამ პატრონებს და ფანარიკებით ვანათებთ, რომ დავინახოთ ყველაფერი და ამ წუთს განათდა როგორც დღისით, ვფიქრობ რა ხდება და ვხედავ იქიდან… ეს რა არი, მე ხო არ ვიცოდი. თურმე ისვრი ცაში და პარაშუტისავით იხსნება და მთელი რაიონი და ყველაფერი ჩანს. ალბათ შეამჩნიენ, რო ბევრი ხალხი შეგროვდა და იქიდან ავტომატების ოჩერედები, პანიკა, ვხედავ ვინ სად მირბის, ზოგი სახლთან, ცეხებთან, ა მე დურაკი გავიქცეცი გზაზე, სადაც ჩანხარ და განათებული ხო არი ყველაფერი და აქა სადღაც აქეთ, გვერდით რაღაც აფეთქდა ი ვსიო, დავვარდი. დავვარდი და ეს არ მახსოვს, მაგრამ მერე მითხრენ, გაუკვირდათ, ერთი ასკოლკა არ მომხვდა. გავაღე თვალები, არვიცოდი რამდენი ვიწექი, გამთიშა და ვწევარ და მესმის ავტომატების ოჩერედები და აგერ გვერდით ვხედავ, ისკრები მიდის, ზუსტად ჩემ გვერდით ეცემა ტყვიები. გახსნილ ადგილას ვწევარ, იქიდან მესმის, ჩემები ყვირიან: არ ადგე, არ ადგე, მარცხნივ ვხედავ მრამარის იგი დგას ქვა, საფლავისთვის რო აკეთებენ, პროსტა გაკეთებული ჯერ არ იყო, პროსტა ქვაა.
დუმაიუ ახლა, თვითონ ვფიქრობ, ასე თუ დავწვე და რო არ ავდგე, მომხვდება ხო ეს ტყვია, პირდაპირ აგერ ეცემა გვერდზე, წიუ წიუ წიუ წიუ, ასეთი ხმებია.
ავდექი, ვერ გადავბრუნდებოდი, პულია გვერდით ხვდებოდა, ავდექი, ერთი შაგი უნდოდა იმ ქვამდე, ვფიქრობ მომხვდება-მომხვდება მაგის დედაც ვატირე და გადავხტი, ქვას მივეფარე, მაგრამ ეს ქვა ძაან პატარა აღმოჩნდა, სკრუტილსია, დაუშინეს ამ ქვას. მაშინ დამეწყო თავბრუხვევა, თავის ტკივილი, მერე გულის ტკივილი. სანამ ეს რაღაცა ანთებული იყო, მომიწია იქ გაუნძრევლად ყოფნა, რო ჩაქრა, მერე წევედი ხოხვით უკან.
კომუნიკაცია
ყველაზე სანდო კომუნიკაცია ნარკამანებს ქონდა. როცა გათავდებოდა ნარკოტიკები სოხუმში. ხო გაგრა, სოხუმი ყველა ერთმანეთს იცნობდნენ. არ ვიცი, ურეკავდნენ თუ რა, შეთანხმდებოდნენ, ფულს მოგიტან, ის მომიტანე და შეხვდებოდნენ იქ ერთი გუმისთის მოსტი იყო. იქ აფხაზი იქიდან გოუშობდა, ქართველი აქედან გოუშობდა, ფულს მიცემდა, ეს წევიდოდა იქა იყიდიდა აფხაზეთში, მოუტანდა აქით. კიდე გამიგია, ერთ პატარა მოსტზე პროვალკა გააკეთეს და ისე უგზავნიდნენ ერთმანეთს.
ეს არაოფიციალური რაც იყო კომუნიკაცია, თორემ ისე უფროსებს სულ ქონდათ აფხაზებთან კომუნიკაცია, სულ იყო მოლაპარაკებები.
ბრძოლა თუ ოჯახი?
ერთხელ რუსები გამოვიდნენ ხაზზე, გუმანიტარნი საკითხებიო. რაღაცა ტყვარჩელში არ აქვს ხალხს არაფერი და გაგვატარეთო. მე არ ვიცი, ვინ შემოუშვა და გაატარა ეს მანქნები რუსების და აკაზივაიცა არუჟია მიაქვთ. დასიხპორ არ იციან, ვინ შოუშვა, ჩაიტანეს იარაღი ტყვარჩელში და იქიდან დაიწყო დაკეტვა აჩამჩირის, მოჟეტ ი კიდე რუსები ჯარი ზღვიდან შემოვიდნენ, ტყვარჩელი-აჩამჩირა დაკეტენ, ნუ სოხუმი დაგვიკეტენ გესმის?
კიდე რაფერ მოხდა, იცი? ძაან ბევრი მებრძოლები, მეორე ბატალიონი და მესამე ბატალიონი იყვნენ გამსახურდიას მომხრეები. და იცი რა, კიდე არ მივცემდით სოხუმს, მარა გამსახურდია მგონი ჩეჩნეთში იყო და რუსებმა შევარდნაძეს უთხრენ, არძინბასთან მოდი და შერიგდითო და შეხვდნენ მართლა და რაღაც მოაწერენ, რო ომი არ იქნება. და ტანკების გაყვანაზე იყო ლაპარაკი. მებრძოლები ყველა გრძნობდა, რო ეს ვსიო უკვე ჩაშვებული იქნება და კიდე დაემატა ის რო... კი ტანკები გაწიენ და რაღაც, მაგრამ ჯარისკაცები არავინ არ მიდიოდა, წინა ხაზი არავინ არ დატოვა, მაგრამ გამსახურდია ჩამოვიდა ზუგდიდში და ეს მებრძოლები, გამსახურდიას მომხრეები... რომ გაიგეს რომ ზვიადი ჩამოვიდა, ზუგდიდში იყო, იყო ხმები, რომ ზვიადი ბრძოლით აპირებს დაბრუნებას თუ რაღაც, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ამ ბიჭებმა დატოვენ თავისი პოსტი წინა ხაზზე და წავიდნენ და გახსნილი იყო ეს ყველაფერი ი მაშინ შემოვიდნენ აფხაზები ორივე მხარედან.
მოგვატყულენ იელცინი და არძინბა. შავარნაძემ თქვა, ვსიო ომი არ იქნება, ჩამოდითო, ისწავლეთო და სტუდენტები დაბრუნდნენ, ბევრი ოჯახი დაბრუნდა… ჩვენი პუშკები, ტანკები გვიცავდნენ და ეს ყველაფერი უკან გაწიენ და აფხაზები რო შეტევაზე გადმოვიდნენ, ჩვენ მარტო ავტომატები გვქონდა და მაინც ვაკავებდით.
ბოლო ატაკაზე რო გადმოვიდნენ აფხაზები, მე მაშინ წინა ხაზზე არ ვიყავი. იცი როგორ იყო, რა ხაოსი იყო? მე დაპუსწიმ მანქნით თავისი ცოლი და შვილები რომ წავიყვანო საქართველოში, იქ დამხვდება ვინმე და მეტყვის: სად მიდიხართ? არა, დავაი უკან! მაგრამ ბოლო მძიმე ატაკა რო დაიწყო და მივხვდით, რაც ხდებოდა, ყველა მებრძოლი ფიქრობდა თავის ოჯახზე, ცოლზე და შვილებზე, ბევრი ხალხი მიდიოდა წინა ხაზიდან, კი არ გარბოდა, ა იმაზე ფიქრობდა, იქნებ ოჯახი გევიყვანო ქალაქიდანო. ყველას ოჯახი ქალაქში ყავდა ჯერ. და ვაბშე არ გვრჩებოდა ხალხი წინა ხაზზე, გესმის?
მე დამაყენენ იქა პოსტზე, ვინმე თუ გარბისო, შენ ყველას იცნობო და ნახეო. და რაფერ გავაკეთო? რა უნდა ვუთხრა ამ ხალხს? ნაპრიმერ, ჩემი უფროსი იყო ერთი და ვხედავ დედასთან, ბებერ დედამისთან ერთად, იქვე მანქანაში ცოლი, ორი შვილი უზის…
ეს ბატალიონის უფროსია და მაგი მიდის და მანქანიდან მიყურებს მე და მე ვდგავარ პოსტზე და რათქმაუნდა ვუთხარი წადითქო, აბა რაფერ ეხლა? რაფერ... რა ვუთხრა: დატოვე ოჯახი, წადიო იომე?
იცი რა? ომის დაწყებიდან ხო იქა ვიყავი და მანამდეც ყველაფერს ვხედავდი და ერთი აფხაზი არ დაგვიჩაგრია ამ დროში და იგენი რო შემოვიდნენ, დახოცენ აქა სოხუმში ყველა. აფხაზების გარდა სომხებიც ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ, ხოცავდნენ ჯარისკაცებს ან აფხაზებს ჩაუგდებდნენ ხელში. ერთი სომეხი იყო, ცალთვალა, არ მახსოვს, რა ერქვა, იმაზე ამბობდნენ 130 კაცი მოკლა ერთმა მაგანო.
ტელევიზორი
გაგრა რო ეიღენ, იქ ბევრი ბიჭები დაიღუპა.
მახსოვს, ტილივიზორი, ტილივიზორი ამბობს ბიჭები ღამით ემზადებიან, თურმე დესანტი უნდა გაუშვან გაგრაში კატერებით ზღვიდან. და ტილივიზორი ანახებს და ამბობს: აი, დღეს ემზადებიან და ხვალ დესანტი უკვე გაგრაში იქნება. ღამით ანახებენ, როგორ დესანტი ემზადება. ვიღაც გოგო მახსოვს, ქალი, რომელიც ამას გადასცემდა. მე მაშინ ვიფიქრე: დედა რას შობით, ნიუჟელი ჭკუა არააქვს არავის, და ყველა დახოცენო იქა, ის ბიჭებიო როგორც გავიგე, უკვე იცოდნენ და დახვდნენ.
კაკუნი
სახლში ვარ, ჯერ პოსტზე არ წავსულვარ, ცვლა ჩერეზ სუტკი იყო და მესმის კაკუნია. გავაღე და ვხედავ ორი გოგო ახალგაზრდა დგას, მეუთხარი: რა გინდათ? თან ვხედავ, რო აფხაზები არიან. თქვენი ჭირიმეო - დაიწყეს - იქა პასპორტები წაგვართმენ ბიჭები... - და ჩემთან რაზე მოდით? - ვეკითხები, - ჩვენ გვითხრესო, რომ თქვენ შეგიძლიათ მოხმარებაო, მეუთხარი და ვინ წაგართვათ? - მივდიოდითო სახლში და გაგვაჩერეს ქართველებმა და პასპორტები წაგვართვეს და გვითხრეს ამდაამ დროს მოდით აქდააქ, თუ პასპორტები გინდათ, თუარადა მაინც მოგძებნითო.
აი ამაზე მოვიდნენ და რა მექნა?
წევედი და ამდაამ დროს მივედი იქა და იქ რაღაც შტაბის ახრანა იყო ქალაქში. შევედი და დგას ორი, იარაღით. გავმწარდი, ია გავარიუ, პასპორტები მომეცი აქეთ! ია გავარიუ: რას შვებით იობტვაიშუმაწ? რად გინდოდა ახლა პასპორტი ია გავარიუ, ნასილავაწ ხატელ? ერთი ამბობს: არა, თქვენ ვერ გაიგეთ, ჩვენ უბრალოდ ვიხუმრეთო, მეუთხარი: რაც იყო - იყო, ეხლა მომეცი აქეთ პასპორტები. კაროჩე მივუტანე, დავუბრუნე ამ გოგოებს და მერე ისევ ისმის კაკუნი, ვხედავ იგივე გოგოები, მეუთხარი: რაიყო, კიდე მოხდა რამე? და არაო. ვხედავ ხელში რაღაც უჭირავს და ამბობს: ბოდიში ამის მეტი არაფერი არაგვაქვსო და გამოგვართვითო და ვხედავ: ბანკა სალიონავა აგურცა. მაჩუქენ!
“მთელი სოხუმი წეიღენ!”
როგორ გითხრა… იპარავდნენ და იპარავდნენ, ი ჩვენები, ი ჩამოსულები… მთელი სოხუმი წეიღენ!
ეხლა ვფიქრობ, ეს ომი სულ ალბათ ასეა... მე მეგონა, ჩვენები აღმოჩნდნენ დამპლები, მარა რასაც ვუყურებ, ყველა ასეა, რავიცი…
ასე რომ არ მოხდეს, ჯარი უნდა იყოს გაწვრთნილი და პატიოსანი, რომც ნახოს, რო არ ეიღოს არაფერი.
მე ერთი რა ავიღე პროსტა სოხუმიდან, მახსოვს, იგი, უნდა გავსულიყავით ქალაქიდან და ვხედავ დაბომბილი სახლი და იქა კუთხეში დამწვარი წიგნი ღმერთზე, ხრისტოსზე, ეს რომ ვნახე, ბიბლია რომ ვნახე, ეს ავიღე მარტო სხვისი სახლიდან. ეზოში ეგდო.
რომელი ისტორია მოვყვეთ?
კამუ კაკ, ვარჩევ, ტი ზნაეშ შტო? ა ჩვენ ხო დავრჩით ასე, არც ფულიარაგვაქვს, არც სახლი არაგვაქვს, მაგრამ ვინც წევიდა იმაში, დლია ბეძენცავ რო იძლეოდნენ გუმანიტარნი დახმარებას: საჭმელი, შმოტკი და რაღაცეები. ჩვენი ხალხი, ვინც იქ დაიწყო მუშაობა, პიარავდა ამ გუმანიტარნის და ყიდდა. იცი რა ფული იშოვეს? ბრილიანტებში დადიოდნენ. ეს ერთ კაცზე ვიცოდი ზუსტად ეს ამბავი და სხვა კაცთან ვთქვი ჩვენები როგორ გაფუჭდნენ რას აკეთებენო და ვისთანაც ვთქვი მერე გამოჩნდა აკაზივაეცა იმაზე ვარესია!
ვერ გაიგებ, ვის შეხვდები და ეძებ, ეძებ რა შეიძლება რო მოყვე, რო კანფლიქტი არ იყოს, არ ეწყინოს, მე არ მომიწიოს ჩხუპი.
ეს უკვე ლტოლვილობის დროს მოხტა ასე.
წინა ხაზზე როცა ვიყავი, არ მახსენდება ცუდი.
ყველა, ყველა ბრძოლობდნენ ვაჟკაცურად!
მეომრის საბუთები
ჩემი ვაენნი ბილეთი აქა დაკარგენ. კეზერაშვილის დროს ამბობენ, წაიშალაო თუ წაშალენ დაკუმენტები.
დავდიოდი ათას ადგილზე და ვერ მონახენ ჩემი დაკუმენტები და მერე კამისიაზე უნდა წავსულიყავი. წევედი ამ კამისიაზე და რო შევედი ოთახში, რო ვნახე აფიცერი ვინც მეკითხება: შენ რომელ ადგილზე ბრძოლობდი?
ვუყურებ ამ კაცს და ვიცი, რო მიცნობს, ძაან კარგად მიცნობს, მეც ვიცნობ და ისიც ვიცი, რო პირველივე დღეს გაიქცა სოხუმიდან.
ახლა კიდე აქ ზის და ვითომ არ იცის რო ვბრძოლობდი, მოწმეს წამოყვანა მომიწია, მარა ამანაც იცის. მე ავფეთქდი მეუთხარი: შენი მე დედა ვატირე! შენ რო მე შემეკითხო და მე რო შენ გიპასუხო?
დუმაიუ, არ მინდა არც დამტკიცება, რო ვომობდი, არაფერი არ მინდა, ეს, ვინაა ეს ხალხი?
ჩემი მეგობარი, ვინც ჩემთან იბრძოდა და აქ გამყვა, დამეწია: დამშვიდდი, არ გინდა ასეო. მეუთხარი: რა უნდა ვუპასუხო ამას, ეს არ იყო იქა! ან რაზე უნდა ვითამაშო ვითომ იმან არ იცის ან მე არ ვიცი.
რაღაც დროის მერე ვიპოვე ჩემი უფროსები და სხვები და ავიღე დოკუმენტი, მაგრამ ამის დამტკიცება მომიწია.
რას დაამატებდი?
ომი რო არ იყოს! ომი ყველაზე ცუდია! მე შენ გეუბნები დაჟე ხაერი სხვანაირია, სუნი, ომის სუნი ახლაც მახსოვს. სუნთქავ და გრძნობ: ჩტოტა ნი ტო.
ერთი ჩიტი რო არ გალობს. გალობს რა, არც ზის ხეზე. ხასიათი არავის არ აქვს, ვითომ იცინის, მაგრამ, გრძნობ რო პლოხა. ამდენი მკვლელობა.
ავტორი: ანონიმური
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი