ნეკნი და კბილები | მანანა სარაული, მეჯვრისხევი
28.10.2021 | 4 წუთიანი საკითხავიმანანა სარაული, 76 წლის, მეჯვრისხევი
ქართულ-ოსური კონფლიქტი, 1991-1992 წლები. შიდა ქართლი
ეს ხელოვნურად იყო შექმნილი, თორე ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მივდიოდით, მოვდიოდით. მერე, აი, ჩემი შვილი ტყიდან შეშას ზიდავდა და მანქანა წაართვეს. კარგადაც სცემეს, მგონი ნეკნიც ჰქონდა გატეხილი. მაშინ ჩემი ძმა პოლიციის უფროსი იყო, მეორე ძმა გამგებელი. ჰოდა, აი, ფლოსტებით წაიყვანეს ჩემი ძმა ღრომში, შეტაკება რო არ მომხდარიყო. სხვათაშორის შეაკავეს. არანაირი გასროლა არ ყოფილა ღრომში. მერე, ეს ამბავი რო დამთავრდა და რუსის ჯარი შემოვიდა, ღრომში, ტანკებს ოსის ქალები გადაუდგნენ, მაგათო ჩვენო ომის დროს შეგვინახეს, ხელი არ გვახლესო და ჩვენც ვერ ვახლებთ ხელსო. არ შეხვიდეთ, უდანაშაულო ხალხი არ დახოცოთო. მე ესე მაქვს გაგონილი. ჩემი ორივე ძმა იქ იყო მაშინ, მაგათი დიდი დამსახურება იყო რო შეაჩერეს, ქართულიც და ოსების ჯარიც.
სრული განუკითხაობა იყო.
ეხლა ამბობენ, ერთი ოსის სახლში რო შევიდნენ, თვალწინ მოუკლეს დედას. მერე იმანაც ჩაიდო გულში და შურისძიებას მიმართა.
აქ სოფელში, მაგას არაფერი ჩაუდენია და სხვაგან არ ვიცი. კობას ჩამოუყარა კბილები, მერე უპოვეს და ჩაუსვეს, დღემდე ის კბილები აქვს.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
ტექსტი: დეა ტატიაშვილი
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან