გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პურის შემფუთველი | ნინო, 35 წლის

ვისაც მუშაობა უნდა და ეძებს სამსახურს, ჩვენთან უნდა მოვიდეს ზაფხულში – მაგ დროს გარბის აქედან ხალხი. 60 გრადუსია დარბაზში. ზამთარში კიდევ სამუშაო ადგილები არ არის. კი, სიცივეა, მაგრამ იმას უფრო ვუძლებთ. 

ღამის პირველიდან იწყება ეგ სიცივე. იმხელა კარებს რომ გააღებენ ნაშუაღამევს, როცა დისტრიბუცია მოსვლას იწყებს, დილამდე ეგრეა მოღიავებული. ასზე მეტნი არიან ეს დისტრიბუტორები, ყველას თავისი მოსვლის დრო აქვს და სანამ პური გააქვთ და იტვირთება, თან მუშაობ, თან იყინები. 

ჩვენ ვართ პურის ჩამწყობები. სმენაში ვართ რვა ქალი. ვმუშაობთ გამომუშავებაზე. დილის ცხრიდან მეორე დილის ცხრამდე. 

იმ ქაღალდს, რაშიც ვაწყობთ პურს, თარიღი ხომ უნდა ეწეროს და მაგ თარიღსაც ქაღალდზე ჩვენ ვაბეჭდავთ. მუყაოს ყუთებით გვიწყვია მაგიდაზე, არის ექვსიათასიანი, სამიათასიანი შეკვრები, ვზივარ, ამოვალაგებ ამ გრძელ მაგიდაზე, დავბეჭდავ, გადავდებ, არ შეიძლება, რომ გამოგეპაროს. რომ არ შემრცხვეს, ერთ დღე-ღამეში, ალბათ, 180 ათასი ქაღალდია, რასაც ეს რვა ქალი ვბეჭდავთ. ჩვენთვის ხომ ვიბეჭდავთ და მომდევნო სმენასაც ვუ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა