10 ყველაზე შთამბეჭდავი წიგნის დასაწყისი | მაშო სამადაშვილი
თუ მიხვდები, მხოლოდ დასაწყისით რა წიგნი გიჭირავს ხელში?
#1
ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია.
- ანა კარენინა, ლევ ტოლსტოი
#2
- ტომ!
პასუხი არ არის
- ტომ!
პასუხი არ არის.
- რა დაემართა იმ ბიჭს?
-ტომ!
პასუხი არ არის.
- ტომ სოიერის თავგადასავალი, მარკ ტვენი
#3
რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა.
- უმანკოების მუზეუმი, ორჰან ფამუქი
#4
გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, პატრიარქის ტბორებს ორი მოქალაქე ეწვია. 
- ოსტატი და მარგარიტა, მიხაილ ბულგაკოვი
#5
დამიძახეთ ისმაილი.
- მობი დიკი, ჰერმან მელვილი
#6
გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად. 
- მარტოობის ასი წელიწადი, გაბრიელ გარსია მარკესი
#7
მისის დოლოუეიმ თქვა, რომ თვითონ იყიდდა ყვავილებს.
- მისის დოლოუეი, ვირჯინია ვულფი
#8
ხომ მშვენიერია ეს მხარე, მისი მთა-ბარი? შორს ლამაზი მთები ესაზღვრება. ჰორიზონტი აქვს, რასაც ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.
- საყვარლები, ელფრიდე იელინეკი
#9
ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში საშინელ მწერად ქცეულიყო.
- მეტამორფოზა, ფრანც კაფკა
#10
ნიცაში მინდა... ვინ მეუბნებოდა? მთელი ნიცა არაბებს აქვთ აღებულიო, საფრანგეთში ნაციონალიზმის ტალღა აგორდაო – არაბებმა და ზანგებმა გადაჭამეს ყველაფერიო. ჰო, ერთი შენიღბული ზვიადისტი მეუბნებოდა სუფრაზე.
- ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, აკა მორჩილაძე
გირჩევთ
თქვენ ვის გადაურჩენიხართ? | ანი ცქიტიშვილი
24.01.2024