ინდიგოს ყველაზე პოპულარული ტექსტები 2023 წელს
წლის დასასრულს, ტრადიციულად, თავი მოვუყარეთ ინდიგოს იმ ტექსტებს, ამბებსა და ისტორიებს, რომლებიც თქვენთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა - 2023 წლის ყველაზე პოპულარული და ხშირად წაკითხული ტექსტების ჩამონათვალი ასეთია:
წესის აგება | ილია ჭანტურია
„ქუჩას რომ გავცდით, მამაოს ვკითხე, კი მარა, ჰო ნახეთ მიცვალებული, მამაო, ჰო ნახეთ რას ჰგავდა-მეთქი, არც ქალი იყო მაგი, არც ბიჭი იყო, ზურია იყო ეგ, ჩემი ძველი ძმაკაცი, ზურია-მეთქი. ბიჭი იყო ეგა, რო ვძმაკაცობდით-მეთქი.“
წესის აგება | ილია ჭანტურია
რა ემართება თბილისს?
„თბილისის ტრანსფორმაცია არის ცალსახა ფაქტი, რომელიც კიდევ უფრო ნათლად ჩანს, როცა ვუყურებთ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ისტორიულ დედაქალაქებს, სადაც მსგავსი ცვლილებები არ დაუშვიათ. და ამ დროს თბილისს მეტი ისტორია აქვს, ვიდრე იმ ქალაქების უმრავლესობას, რომელთაც ვგულისხმობთ ახლა.“
რა ემართება თბილისს?
სადილი სკოლაში | თამარ ბაბუაძე
„კვებამ სკოლის მოსწავლეებს შორის არ უნდა შექმნას საკვების უსამართლოდ, უთანასწოროდ გავრცელების, მოზარდებს შორის კვების გამო დაცინვისა და ბულინგის რისკები. ამიტომ საკვები, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე იყიდება ყველასთვის საერთო და მსგავსი უნდა იყოს. შესაბამისად, მის ყიდვას უნდა ახერხებდეს ყველა.“
სადილი სკოლაში | თამარ ბაბუაძე
ძუძუების სევდა | დიანა ვაჩნაძე
„მინდოდა, ჩემი ძუძუები კარგ მხატვარს დაეხატა,
მაგრამ არ ვიცნობდი არც ერთ კარგ მხატვარს,
და ცოტათი მორცხვიც ვიყავი,
არადა, რა კარგი დასახატი ძუძუები მქონდა!“
ძუძუების სევდა | დიანა ვაჩნაძე
როგორ დაამარცხა ნაპოლეონმა რიდლი სკოტი | ნიკა ხოფერია
„ღიმილისმომგვრელია ისტორიული პიროვნების ბიოგრაფიული პორტრეტის შექმნა, მისი ცხოვრების და მოღვაწეობის გაუთვალისწინებლად. თუ ყველა მოვლენა რეჟისორმა გამოიგონა, როგორ შექმნის ისტორიული პიროვნების პორტრეტს; ან რა გამიჯნავს ასეთ ისტორიულ დრამას ფენტეზი ჟანრის ფილმისგან?“
ღამე ქუთაისში | SKAZZ, MELQO, ეკო
„ნიშანდობლივია, რომ “თუ ლოცვა გინდა, იქნებ მოერიდო ტაძრებს. შეხედე მოძღვრებს, ბოლომდე მაძღრებს” – ისმოდა რეფლექტორში, ზუსტად ეკლესიის გვერდით, 7 იანვარს.“
ღამე ქუთაისში | SKAZZ, Melqo, ეკო
ვინ მოიპარა TOA-ს მთავარი სცენა | TBILISI OPEN AIR 2023
„არასდროს ყოფილა Tbilisi Open Air მუსიკოსების ჩამონათვალი და მორჩა, ეს უფრო ტრადიციად ქცეული განწყობების ფესტივალია; ივნისის ბოლო პარასკევს ადიხარ ლისზე და სამი დღით სხვანაირ საქართველოში ხარ. წლევანდელი სხვანაირი საქართველო, ანუ TOA 2023 შედგა.”
ყველაფრის ფოლკლორი | ინტერვიუ ალექსანდრე ხარანაულთან
„კულტურა თუ არ იქმნება, ერი არ ხარ, ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხარ და მორჩა. თვითმყოფადი კულტურა უნდა იყოს სულ; რაღაციდან უნდა გრძელდებოდეს.“
აინე მერმეს არავისი ეშინია | ზურა ჯიშკარიანი
„წავიკითხე ტექსტი და ვნახე სიკვდილი. ჩვენში, თანამედროვე ავტორების უმეტესობა ცუდად კვდება ტექსტში ან უარესი, არ კვდება საერთოდ, რაც ლიტერატურას სწყინს.”
აინე მერმეს არავისი ეშინია | ზურა ჯიშკარიანი