გახსენით მობილურ აპლიკაციაში
აფხაზეთში გადმოსახლება უფრო პოლიტიკური მიზნით მოხდა.
ბოლო ომი რო იყო, ჩემი შვილი წამოვიდა ავტობუსით. გზაზე გააჩერეს. ამოვიდნენ ქართველები ავტომატებით და დაძარცვეს ეს გამოქცეული ხალხი. ოქრო თუ ფული, სუ წაართვეს. საქართველოს უჭირსო, ასე უთქვიათ.
ომი რომ დაიწყო, გუდაუთაში ვიყავი, ჩემი მშობლების სახლში. მამა გარდამეცვალა. 14 აგვისტოს ომი დაიწყო, 15-ში შიშის ქვეშ გადავიხადეთ ორმოცი. 23 წლის გოგო ვიყავი.
ერთი აკარდეონი მქონდა ნაყიდი ბავშვისთვის და გზაში ისიც მომპარეს. თუ ვინმეს რამე მოჰქონდა, ყველაფერი იცოდნენ. მარტო სურათები წამოვიღე, მამაჩემისა და ჩემი ძმის.
კი იყო ომამდე საუბრები, მაგრამ არ გვჯეროდა, რომ სოხუმს აიღებდნენ და ომი დაიწყებოდა.
სულ იქ არის ჩემი ახალგაზრდობა. ადგილი იყო იმისთანა, რა უნდა თქვა, რას უნდა შეადარო. იქაური სიცოცხლე სუ სხვა სიცოცხლე იყო.
მე ბავშვობიდან მახსოვს სამშობლოს სიყვარული და ამიტომ წავედი ომში. მაგრამ საიდუმლო უნდა გითხრა, გულში ღმერთს ვთხოვდი კაცი არ მომაკვლევინო...
მიწისძვრის მერე, ჩვენი სოფელი კარძმანი, თავისი მოსახლეებით მიწამ ჩაიყოლა. ჩემი მშობლებიც იქ დარჩნენ.
ჩვენი მეზობელი, სულიკო, თავის ძველ თანამშრომელს ეძახოდა თურმე, ერედველს, მიშველეო. იმასაც სულიკო რქმევია, მარა არ უშველაო იმან.
ეხლა ამბობენ, ერთი ოსის სახლში რო შევიდნენ, თვალწინ მოუკლეს დედას. მერე იმანაც ჩაიდო გულში და შურისძიებას მიმართა.
სადაც საქართველოს უჭირდა, მე ყველგან ვიყავი, სულ ბედზე ვარ გადარჩენილი...
სულ: შედეგი
შედეგი არ მოიძებნა, სცადეთ თავიდან
ელ.ფოსტა ან პაროლი არასწორია
გთხოვთ ჩაწეროთ დადასტურების კოდი, რომელიც გამოიგზავნა თქვენს ელ-პოსტის მისამართზე :
უკაცრავად დაფიქსირდა შეცდომა
კოდი გაიგზავნა წარმატებით. გთხოვთ შეამოწმოთ "სპამ" ფოლდერი.
დარჩენილი რაოდენობა: