ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინდიგოს ყველაზე პოპულარული ტექსტები 2022 წელს


წლის ბოლოს თავი მოვუყარეთ ინდიგოს იმ ტექსტებს, ამბებსა და ისტორიებს, რომლებით თქვენთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნა. 2022 წლის ყველაზე პოპულარული და ხშირად წაკითხული ტექსტების ჩამონათვალი ასეთია:


გამოსვლა-22 | პირველი ნაწილი

მწერალი და ჟურნალისტი ლინორ გორალიკი თავის ჩანაწერებში, რომელსაც 2022 წლის მარტიდან აწარმოებს, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის პერიოდში თბილისში მყოფი თუ მერე ჩამოსული რუსების მოყოლილ ამბებს ასახავს. ეს ჩანაწერები გვიყვება იმ განწყობებზე, ემოციებზე და გამოცდილებაზე რომლის გავლაც მათ საქართველოში უწევთ.

მეორე ნაწილი; მესამე ნაწილი.
დაწვრილებით


რუსეთის და უკრაინის ისტორია: ვლადიმირ პუტინისეული

"ზელენსკის და უკრაინული საზოგადოების პოზიციები ემთხვეოდა, რადგან ხალხს არ უნდოდა ომი, ხალხი არ იყო მზად ომისთვის, ხალხს ომზე ფიქრიც კი არ უნდოდა. ასე რომ, იყო იმედი, რომ პუტინისკენ მიმართული საყოველთაო ყურადღების პირობებში, იგი ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას. ბოლო ორიოდე კვირის მოვლენებმა რეალობის აღქმა შემოიტანა. სწორედ ამიტომაც ვხედავთ ცვლილებას [დამოკიდებულებაში] მაღალ ეშელონებში".
დაწვრილებით


"ჩვენთვის ყველასთვის ეს დიდი მარცხია" | ანნა ნარინსკაია

"პუტინის ხელისუფლება ორ რამეზე დგას, ერთი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც გადამწყვეტი - პროპაგანდაა. ადამიანებს 20 წლის განმავლობაში უმტკიცებდნენ, რომ დიად რუსეთს პატივს არ სცემენ, მუდმივად ამცირებენ, ჩაგრავენ. და რა არის მათთვის დიადი ქვეყანა? უბრალოდ ტერიტორია".
დაწვრილებით


საკუთარი თავის ხელმეორედ გამოგონება | ბესო პაპასქუა

"ჯარის დამთავრების შემდეგ სამსახურს ვეძებდი და ასე აღმოვაჩინე საგანმანათლებლო პროგრამა: „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“. პროგრამა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის და იმ მდგომარეობის შეცვლის მიზნით შეიქმნა, რომელიც ჯარში დამხვდა. ჯერ კიდევ არ ვიყავი გათავისუფლებული იქაური მძაფრი შეგრძნებებიდან, ამიტომ მეტი აზარტისთვის სამხედრო ფორმაში გამოვეწყვე და ჩემი მომავალი გზა დამატებითი მისიით დავტვირთე, რომ საინჟინრო ბატალიონის ყოფილი ჯარისკაცებიდან რომელიმე მაინც მეპოვა. მოხალისე მასწავლებლად სოფელ ტაბაწყურის სკოლაში გამაწესეს."
დაწვრილებით


DON'T CRY FOR ME ARGENTINA | ნიკოლოზ ტაბატაძე

"თანამედროვე სამყაროს მოცარტი და სალიერი, რომელთაც საკუთარი მუსიკა მწვანე მინდორზე გადმოიტანეს და ღირსეული მეტოქეობის მრავალწლიანი ისტორია შექმნეს. არის შანსი, მსოფლიომ ღვთაებრივი ფინალი იხილოს და 18 დეკემბერს ლუსაილის სტადიონზე ასეთი ფინალი დაჯდეს. და ვინ იტყვის უარს?!

არგენტინა დღეს იმედით ცოცხლობს. სანამ მესის თეთრ-ცისფერი მაისური აცვია, სანამ ადიდასი მისთვის ვინტაჟური ბუცების დამზადებითაა დაკავებული და სანამ მისი ცაცია როსარიოს ქუჩების მაგიას იტევს, ევიტა პერონის ქვეყანა ოცნებებით იკვებება.

მესი გენიაა, რომლის შემდეგაც ფეხბურთი უარესი გახდება და არგენტინა მისთვის აუცილებლად იტირებს."

დაწვრილებით


რატომ ვარ პერსონაჟი | ზურა ჯიშკარიანი

"ინტერაქციული პროგრამები, ჩეთბოტები, ვიდეოპერსონაჟები და ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა კაცობრიობისთვის იქცევა მაგიურ სარკედ – ჩვენ ჩვენივე შექმნილი კოდებისგან ვისწავლით, თუ როგორ ჩავუღრმავდეთ საკუთარ სულს. თამაშებში ხომ არაცნობიერად უძველესი არქეტიპული ცოდნები ჩავდეთ.

კიბერკულტურა თანამედროვე მისტიციზმია და ის ვინც ამას სწავლობს, უკვე დგას მეტაპროგრამირების ავანგარდში.

შევხვდებით ერთმანეთს რომელიმე ონლაინ თამაშის ბარიკადებზე."

დაწვრილებით


ნეაპოლი, წმინდანები, ხვიჩა კვარაცხელია

"ხვიჩა კვარაცხელიამ, 21 წლის ქართველმა ბიჭმა, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ნეაპოლელს და არა თუ დიალექტზე, ჯერ იტალიურადაც კი არ ლაპარაკობს, მოახერხა და ამ ქალაქს, კლუბში მისვლიდან ორ კვირაში, ლორენცო ინსინიე დაავიწყა.

კაპიტანს, რომელსაც ცხარე ცრემლით მისტიროდნენ, დღეს ხვიჩას აღარც კი ადარებენ, ეს საკითხი არც კი განიხილება. ხვიჩა იქცა მათ ახალ სათაყვანო ობიექტად, აღმაფრენად, მოვლენად, რომლის მსგავსიც, მარადონას მერე არ ჰყოლიათ."

დაწვრილებით


ზუზუნი, პათეტიკა და ლორის მოზრდილი ნაჭერი | ინტერვიუ თემურ ჩხეიძესთან

“საერთოდ გადაფასება რამისა ხდება? არა. უბრალოდ უფრო შემრიგებლური ხდები თითქოს. ანუ ყველაფერს კი არ ეგუები, ხვდები, რომ უნდა მიუტევო სხვასაც და, რაც მთავარია, შენს თავში იპოვო დანაშაული."


სისულელეგია | ინტერვიუ ვახტანგ ჯავახაძესთან

"მე და ჩემმა მეუღლემ ერთად ვიცხოვრეთ ორმოცდარვა წელიწადი. ისე ვიყავით ამ შვილების გაზრდით დაკავებული, ამ ცხოვრების პრობლემებით გართული, ერთმანეთისთვის თითქოს არც გვეცალა. გარდაიცვალა და მივხვდი, რამდენად მიყვარდა ჩემი მეუღლე – ის, რაც სიცოცხლეში ვერ გამოვხატე, მთელი დანაკლისი, გამოდგა ტექსტისთვის საფუძველი, ამიტომაც გამიხანგრძლივდა ელეგია, ნანასთან მოფერებისა და საუბრის პერიოდი."

დაწვრილებით


თბილი ციმბირი | გიო ახვლედიანი


"იმ დროებაში, რუსები კავკასიას "თბილ ციმბირსაც" ეძახდნენ. მაშინ ციმბირის, როგორც საგადასახლებო ადგილის ათვისება დაწყებული კი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმხელა სიგრძე-განი არ ჰქონდა, შემდგომ ას წელიწადში რომ შეექნა. „თბილი ციმბირი“ უცნაური სიტყვათშეთანხმებაა და ისევ ფრონტირთან დაგვაკავშირებს, მაგრამ ამის იქით ხომ ციმბირსა და კავკასიას საერთო არაფერი აქვთ. ნამდვილი ციმბირი თბილი ციმბირის საზოგადო წარმოსახვის მთავარი კოშმარი იყო".

დაწვრილებით

 

დამდეგ სიკვდილს გილოცავ, საყვარელო | დიანა ანფიმიადი


"დამდეგ სიკვდილს გილოცავ, საყვარელო,
არ დაგავიწყდეს ჩემი  წერილების  შენახვა
- ცეცხლში შეყრა.
და როგორც იმ ცნობილ სიმღერაშია,
როგორც იმ სულელურ სიმღერაშია,
ყველაფერი, რაც სიკვდილისთვის მჭირდება-
შენ ხარ."
დაწვრილებით


ბებიაჩემი | ნუკრი ტაბიძე


"ბებიაჩემს ნელ-ნელა ავიწყდება სადაა.
ბაბუაჩემიც ავიწყდება,
ამიტომ ორი კბილი ნიორი უდევს ჯიბეში.
უკვე გამხმარი მოყავისფრო-ყვითელი,
გაქვავებული, ქერქი ნაყოფს შეზრდილი,
ორი კბილი ნიორი,
რომელიც მკვდარი ქმრის ჯიბეში იპოვა."
დაწვრილებით


ზაალ გიგინეიშვილის რაგბული


"ინგლისურმა IN-GOAL AREA რუსულში დაამკვირდა ЗАЧЁТНОЕ ПОЛЕ, რაც ქართულში უნდა ყოფილიყო „ჩათვლის მოედანი“, თუმცა ენისთვის არაბუნებრივი ორსიტყვიანი ტერმინის მაგიერ, დავესესხეთ ეროვნულ სპორტს, ლელო-ბურთს"...

როგორ შექმნა ერთმა ადამიანმა ქართული სარაგბო ტერმინოლოგია.
დაწვრილებით

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა